top of page
Homepage
ფოტოცვენა 2026 მობ.jpg

საკონკურსო ფოტოები 

საკონკურსო ფოტოები

კონკურსში მონაწილეობის პირობები
 


რა ფერია შემოდგომა?
 

შენი შემოდგომის ფერი არავისას ჰგავს. ბლუტაბლას 2026 წლის საშემოდგომო კამპანია შემოდგომის ფერების კვლევას ეხება. შემოდგომა, როგორც ნაყოფის აღების, ზაფხულიდან ზამთარში გარდამავალი სეზონი, სავსეა მრავალფეროვნებით. ყოველი ადამიანისთვის ეს პერიოდი რომელიმე განსაკუთრებულ ფერს უკავშირდება. ყოველ შემოდგომასაც თავისი ფერი აქვს. ეს ფერი უბრალოდ ვიზუალური შტრიხი კი არა, სეზონისა და მის განმავლობაში განცდილი შეგრძნებების სიმბოლური გამოხატულებაა.

მიიღე მონაწილეობა „ფოტოცვენა 2026“-ში და მოიგე ფულადი პრიზი. გვაჩვენე, რა ფერია შენი შემოდგომა: გადაიღე ფოტო და ასახე სივრცე, მომენტი ან განწყობა, რომელიც შენთვის ყველაზე უკეთ შეესაბამება სეზონს.


მონაწილეობის ინსტრუქცია:
 

  •  გადაიღე ფოტო: ასახე შენი შემოდგომის ფერები და კადრში გამოაჩინე ბლუტაბლას მინიმუმ ერთი ნებისმიერი პროდუქტი.

  • გამოაქვეყნე: ატვირთე ფოტო შენს პირად Facebook ან Instagram გვერდზე პოსტის სახით (Feed Post) საჯაროდ (Public). მონიშნე @blue.tabla და პოსტის აღწერაში გამოიყენე ჰეშთეგები: #bluetabla #ფოტოცვენა.

  • დაარეგისტრირე: შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, დაეთანხმე პირობებს, ჩასვი შენი პოსტის ბმული (Link) და გამოგზავნე.


მნიშვნელოვანი ვადები:
 

  • ფოტოების მიღება: 12 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით (23:59 სთ-მდე)

  • გამარჯვებულების გამოვლენა: 3 ნოემბერი


ვის შეუძლია მონაწილეობა:
 

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს. არასრულწლოვნის გამარჯვების შემთხვევაში, პრიზი გაიცემა მშობელზე ან კანონიერ წარმომადგენელზე.

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, ერთი ფოტოთი.


როდის არ ჩაითვლება კონკურსში მონაწილეობა: 
 

  • Facebook ან Instagram პოსტი არ არის საჯარო (Public) ან წაიშალა კონკურსის დასრულებამდე;

  • გამოყენებულია Instagram Story და არა ძირითადი პოსტი (Feed Post);

  • არ არის მონიშნული ბლუტაბლას ან გამოტოვებულია ჰეშთეგები;

  • მონაწილეს არ აქვს შევსებული ფორმა ვებგვერდზე;

  • ფოტო გენერირებულია ან დამუშავებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ;

  • ფოტო არ ეკუთვნის მონაწილეს ან ერთი და იგივე ფოტო გამოყენებულია სხვადასხვა პირის მიერ.


გამარჯვებულის გამოვლენა და საავტორო უფლებები:
 

  • გამარჯვებულებს გამოავლენს ბლუტაბლას შემოქმედებითი გუნდისგან შემდგარი ჟიური ფოტოს მხატვრული ღირებულების, კრეატიულობისა და თემატიკასთან შესაბამისობის მიხედვით.

  • კონკურსში მონაწილეობით ავტორი კომპანიას ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს წარმოდგენილი ფოტომასალა საკუთარ საკომუნიკაციო და მარკეტინგულ არხებში.
     

პრიზები:
 

 I ადგილი - 2,000 ₾
 II ადგილი - 1,000 ₾
III ადგილი - 500 ₾

 კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ბლუტაბლას  გუნდი
ელენე.jpg
ომო.jpg

ომო გეთიაშვილი 

ფოტოგრაფი

თიკო.jpg

ელენე ცერცვაძე

დიზაინერი

თიკო მოსიძე 

არტ დირექტორი 

ომო გეთიაშვილი

ფოტოგრაფი

მონაწილეობის მისაღებად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა

© 2026 BlueTabla.
bottom of page